პოლონური გამოცემა - წიტაიშვილი ზაფხულში „ლეხიდან“ კიევის „დინამოში“ დაბრუნდება #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - წიტაიშვილი ზაფხულში „ლეხიდან“ კიევის „დინამოში“ დაბრუნდება #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილს პოზნანის „ლეხი“ იჯარას არ გაუგრძელებს და, სავარაუდოდ, ზაფხულში კიევის „დინამოში“ დაბრუნდება, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა mymistrzowie ავრცელებს.

გამოცემა იმ ტრანსფერებზე წერს, რომლებიც პოლონურმა კლუბებმა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინიდან განახორციელეს, მათ შორის საქართველოს ნაკრების მოთამაშეზე და საკმაოდ დაბალ შეფასებას აკეთებს.

„ტრანსფრები აღმოსავლეთიდან? უმეტესობამ ვერ გაამართლა. გასულ წელს პოზნანის „ლეხმა“ აღმოსავლეთიდან სამი მოთამაშე ჩამოიყვანა. ტომაშ კენძიორას დაბრუნება ძალიან საშუალო გამოდგა. გიორგი წიტაიშვილი ჯერ კრაკოვის „ვისლაში“ წავიდა, სადაც კარგად გამოიყურებოდა, შემდეგ კი „ლეხში“ გადავიდა. თუმცა, მის თამაშში პლუსების პოვნა რთულია. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი ზაფხულში კიევის „დინამოში“ დაბრუნდება“, – წერს პოლონური გამოცემა.

გიორგი წიტაიშვილის კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ ორი წლის შემდეგ დასრულდება. 22 წლის ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონმა ზაფხულში დაიმატა, მაგრამ 22 ტურიდან მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში კი შვიდჯერ მოხვდა.