პოლონური გამოცემა - „რაკუვი“ „დილას“ ლიდერში მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - „რაკუვი“ „დილას“ ლიდერში მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT

გორის „დილას“ ფეხბურთელს, ტიერი გეილის პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ იწვევს და მზადაა, ქართულ გუნდს მის სანაცვლოდ მილიონი ევრო გადაუხადოს – ინფორმაციას პოლონური გამოცემა gol24.pl-ი ავრცელებს.

„21 წლის ტიერი გეილი „დილამ“ 2022 წელს უნგრული „ჰონვედიდან“ დაიმატა, ის მარცხენა ფლანგის შემტევად თამაშობს. პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ მზადაა, მილიონ ევრომდე დახარჯოს, რათა ახალგაზრდა ტალანტი საკუთარ შემადგენლობაში იხილოს“, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოლტავის „ვორსკლასთან“ შეხვედრაში ტიერი გეილმა ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ბოლოს კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე აპოელ-ი იქნება. პირველი მატჩი 10 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება, საპასუხო კი 17 აგვისტოს – კვიპროსში.