პოლონური გამოცემა - ლუბინის „ზაგლებიე“ ბუდუ ზივზივაძის შეძენასთან ახლოსაა #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - ლუბინის „ზაგლებიე“ ბუდუ ზივზივაძის შეძენასთან ახლოსაა #1TVSPORT

ლუბინის „ზაგლებიე“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე – ინფორმაციას mkszaglebie.pl-ი ავრცელებს.

„ლუბინის „ზაგლებიე“ საგაზაფხულო ეტაპს ახალი მწვრთნელით დაიწყებს. პეტრ სტოკოვეცი ვალდემარ ფორნალიკმა შეცვალა, რომლის მიზანი მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაა.

„ზაგლებიემ“ რადომიაკის „რადომიდან“ მატეუშ გრჟიბეკი უკვე შეიძინა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბუდუ ზივზივაძესთან – 28 წლის ცენტრფორვარდი ამჟამად უნგრულ „ფეჰერვარში“ ირიცხება.

მან უნგრეთში კარგად ითამაშა. ბუდუს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს. ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს ვროცლავის „შლიონსკი“ განიხილავდა, ახლა მსურველებს ლუბინური გუნდიც შეუერთდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველის დამატება „ზაგლებიესთვის“ პრიორიტეტი გახდა. ზივზივაძემ, რომელიც „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მიმდინარე სეზონში სულ 17 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს პოლონური გამოცემა.