პოლონური გამოცემა - „კრაკოვიას“ კაპიტან კაკაბაძეს ნიდერლანდური და გერმანული კლუბები აკვირდებიან #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველით, ოთარ კაკაბაძით გერმანული და ნიდერლანდური კლუბები დაინტერესდნენ.
პოლონეთის ექსტრაკლასას (ჩემპიონატის) ბოლო ტურის მატჩს, რომელშიც „ლეხიამ“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ 2:1 დაამარცხა, გერმანელი და ნიდერლანდელი მენეჯერები ესწრებოდნენ. ისინი 29 წლის ქართველ კაპიტანს აკვირედებიან – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Goal-ის პოლონური ბიურო ავრცელებს.
„კრაკოველები დამარცხდნენ, მაგრამ სტუმართა შორის საუკეთესო ერთადერთი გოლის ავტორი ოთარ კაკაბაძე იყო. „ლეხიასთან“ შეხვედრას ქართველ ფეხბურთელზე დასაკვირვებლად გერმანული და ნიდერლანდური კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაგების მიუხედავად, კაკაბაძე მაინც კმაყოფილი უნდა იყოს თავისი თამაშით, რადგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა და გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს ქართველი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდებოდათ. დიდი ალბათობით, „კრაკოვია“ კაკაბაძესთან დაკავშირებით შეთავაზებას ახლო მომავალში მიიღებს. თუმცა უცნობია, შეელევა თუ არა კლუბი ერთ-ერთ ლიდერს“, – ამტკიცებს Goal.pl-ი.