პოლონური გამოცემა - გვილია „ლეგიაში“ არ ბრუნდება, ნახევარმცველებს „რაკოვი“ და „იაგელონია“ ეძებენ #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - გვილია „ლეგიაში“ არ ბრუნდება, ნახევარმცველებს „რაკოვი“ და „იაგელონია“ ეძებენ #1TVSPORT

პოლონური გამოცემა sportowefakty-ის ცნობით, ვაკო გვილაი ვარშავას „ლეგიას“ ბაზაზე დაინახეს და ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონ კლუბში ბრუნდება.

„ვარშავის „ლეგია“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ცვლილებას აპირებს. ამ დროს, ვაკო გვილია გუნდის ოფისში გამოჩნდა. დაბრუნდება თუ არა ქართველი „ლეგიაში“? ან რას ნიშნავს ქართველის გამოჩენა? SportoweFakty–მ ინფორმაცია გადაამოწმა. ვარშავის „ლეგია“ ტრანსფერს ასრულებს. ვაკო გვილია „ლეგიას“ სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა, მაგრამ ახალი დამსაქმებელი ჯერ არ უპოვია. იმავდროულად, დღეს ის „დაიჭირეს“ ვარშავულ კლუბში, უფრო სწორად ენელ-მეძაში, სადაც პოლონეთის ჩემპიონის ახალწვეულები სამედიცინო შემოწმებას გადიან. მონაწილეებს იკვლევენ. ანუ ქართველი ბრუნდება? „ლეგიას“ ბევრმა გულშემატკივარმა გამოხატა გაოცება, რადგან ისინი უფრო ძლიერ ნახევარმცველს მოელოდნენ. SportoweFakty-ი დაინტერსდა და ჩვენი ინფორმაციით, გვილია ვარშავის კლუბში არ ბრუნდება. ჩვენი წყარო ამ ცნობის ასი პროცენტით სიზუსტის გარანტიას გვაძლევს“, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა.

„თუ „ლეგიაში“ არ გადადის, მაშინ გვილიას ვარშავული კლუბის ბაზაზე რა უნდოდა?“ – sportowefakty-იმ კითხვას სვამს, რაც ნებისმიერ გულშემატკივარს გაუჩნდება:

„მაგრამ ეს ფაქტი რას ნიშნავს, რომ სხვა პოლონური კლუბების ფეხბურთელებიც სამედიცინო შემოწმებას „ლეგიას“ ბაზაზე გადიან? მაშინ ალბათ ეს კვლევა ვაკოსთან კონტრაქტის გაფორმებამდე სხვა გუნდს დასჭირდა. ამ პოზიციის მოთამაშეებს „რაკოვსა“ და „იაგელონიაში“ ეძებენ“.

დატოვე კომენტარი