პოლონური გამოცემა - გასაკვირია, რომ სანიოლმა საქართველოს ნაკრებში არ მიიწვია კვეკვესკირი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - გასაკვირია, რომ სანიოლმა საქართველოს ნაკრებში არ მიიწვია კვეკვესკირი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია #1TVSPORT

პოზნანისლეხშისანიოლის გადაწყვეტილებით გაოცებულები არიან. „ეს სხვაგვარად უნდა ყოფილიყო“, – ასე გამოეხმაურა პოლონური გამოცემა sport.interia.pl საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის პოზნანისლეხის“ ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი არ მიიწვია.

„ვილი სანიოლმა, რომელიც 2006 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ახლა კი საქართველოს ნაკრების სათავეშია, საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან შეკრებაზე არ მიიწვია პოზნანისლეხის“ ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი, თუმცა ის შესანიშნავ ფორმაშია. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში „კრაკოვიადან“ ოთარ კაკაბაძე გამოიძახა, მაგრამ ნიკა კვეკვესკირი ნაკრებში აღარ ერგება. მის გარეშე ქართველები ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოსთან და ესპანეთთან, ასევე ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ. მარტში ფეხბურთელმა ითამაშა შესარჩევი მატჩები საბერძნეთის, ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ. ნიკა კვეკვესკირი თავს არიდებს მოგზაურობას და შეკრებას და ის შეძლებს მთელი ამ ხნის განმავლობაში „ლეხთან“ ერთად ივარჯიშოს, მაგრამ ფრანგის გადაწყვეტილება გასაკვირია“, – წერს გამოცემა.

sport.interia.pl-ის ჟურნალისტი კვეკვესკირის ტრანსფერის დეტალებს იხსენებს, საიდანაც ჩვენთვის უცნობი ამბავი შევიტყვეთ:

„როდესაც ნიკა პოლონეთში ჩამოვიდა, ის საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ეს მისი შეძენის სასარგებლოდ ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ. „ლეხი“ ეძებდა მოთამაშეს, რომელიც დროებით შეცვლიდა რადოსლავ მურავსკის, რომელიც თურქულმა „კაისერისპორმა“ 6 თვის წინ პოზნანში არ გაუშვა. ის მხოლოდ ამ ზაფხულს შეუერთდა „ლეხს“, მანამდე კი ნიკა კვეკვესკირს უნდა შეეცვალა. ვინაიდან ის საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, სასურველ კანდიდატად ჩაითვალა. დროებითი გადაწყვეტა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ნიკა კვეკვესკირი „ლეხში“ დაგეგმილზე მეტხანს დარჩა. დღეს პირველ გუნდში თამაშობს ის და არა – რადოსლავ მურავსკი. ქართველი ფეხბურთელის აშკარად ფორმაშია, ის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მას გუნდში უკვე ძალიან აფასებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელის გადაწყვეტილება გასაკვირია“.

დატოვე კომენტარი