პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს
პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

პოლონურმა ავიაკომპანია „ლოტმა“ ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებზე უარი თქვა. ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ ზომებს მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმართეს.

„უსაფრთხოება პოლონეთის ავიახაზების პრიორიტეტია. ჩვენ ირანში შექმნილი სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და მუდმივი კონტაქტი გვაქვს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, – განაცხადეს პოლონურ ავიაკომპანიაში.

როგორც ცნობილია, მარშრუტის შეცვლა მოუწევს იმ თვითმფრინავებს, რომლებიც რეისებს ვარშავიდან ინდოეთის, სინგაპურის, ბანგკოკის და შრი ლანკის მიმართულებით ასრულებენ.