პოლონეთში უფლებადამცველი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დააკავეს
პოლონეთში უფლებადამცველი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დააკავეს

პოლონეთში „ამნესთი ინთერნეშენელის“ აქტივისტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. საქმე ეხება ქალაქ პლოცკში მომხდარ ინციდენტს. პოლიციამ დააკავა 51 წლის ქალი. ის ავრცელებდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ფოტოს, რომელთა შარავანდედი ცისარტყელას ფერებშია შეღებული. აღნიშნული ფერებშია გადაწყვეტილი ლგბტ თემის დროშაც.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოახიმ ბრუდზინსკიმ ფოტოებს „კულტურული ბარბაროსობა“ უწოდა.

„მადლობა პოლონეთის პოლიციას ეფექტურად ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელის შედეგადაც დაკავებულია პირი, რომელი პოლონელებისთვის წმინდა ღვთისმშობლის პროფანაციაშია ბრალდებული. არანაირი საუბრები თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე არ აძლევს უფლებას პირს, შეურაცხყოფა მიაყენოს მორწმუნეების გრძნობებს“ – წერს იოახიმ ბრუდზინსკი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

დაკავებულს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

„ამნესთი ინთერნეშენელში“ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და აქტივისტი უკანონოს დააკავეს. ორგანიზაცია მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქტივისტების შევიწროება.