პოლონეთში სეზონი დაიწყო - კვეკვესკირმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
პოლონეთში სეზონი დაიწყო - კვეკვესკირმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

პოლონეთში სეზონი დაიწყო – ექსტრაკლასას პირველი ტურის მატჩი ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხმა“ ჩაატარა და „რადმიაკთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა.

წელს „ლეხი“ დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და გუნდის ხელმძღვანელობის სურვილია, რომ პოლონეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. ეს ადვილი ამოცანა არ იქნება, მაგრამ გულშემატკივრებს სწორედ ამას ელოდებიან. თუმცა, პირველ ტურში გუნდმა ამბიციის შესაფერისი შედეგი ვერ აჩვენა.

პოზნანისინეა სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „ლეხი“ დომინირებდა, მაგრამ რადომისრადომიაკთან“ მატჩი უგოლოდ, 0:0 დაასრულა. პოზნანელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაცეი სკორსამ ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოთა შორის დასვა და მოედანზე 73-ე წუთზე შეუშვა.

მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბოლო წუთებზე ერთ-ერთი აქტიური იყო. ჯერ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, 89-ე წუთზე კი ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პოზნანისლეხში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშობდა, მაგრამ მას პოლონურ გუნდთან იჯარა დაუსრულდა და ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი