პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 29 ივნისს გაიმართა, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 43 პროცენტი მოიპოვა, ტშასკოვსკიმ კი, 30,34 პროცენტი.

არჩევნების საბოლოო შედეგს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ აგვისტომდე გამოაქვეყნებს, ეგზიტპოლების შედეგი კი, არჩევნების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.