პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ 13 ოქტომბერს გაიმართება
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ 13 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სურს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 13 ოქტომბერს ჩატარდეს.

პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან უკვე დაასახელა არჩევნების დღედ 13 ოქტომბერი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ის საარჩევნო კომისიის წევრებთან გაივლის კონსულტაციებს.

არჩევნების ზუსტი თარიღი კი სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.