პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობამ პარლამენტის ქვედა პალატის – სეიმის 460 დეპუტატი და ზედა პალატის 100 წარმომადგენელი უნდა აირჩიოს.

სეიმში დეპუტატების არჩევა პროპორციული სისტემით ხდება, პარლამენტის ზედა პალატაში კი, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება. სულ რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

ბოლო გამოკითხვებით, ლიდერობს მოქმედი მმართველი კონსერვატიული პარტია, იაროსლავ კაჩინსკის „კანონი და სამართლიანობა“. მას ამომრჩეველთა ხმების 45 პროცენტამდე უწინასწარმეტყველებენ. კვლევების თანახმად, უმსხვილესი ოპოზიციურმა პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმამ“, რომელმაც მწვანეებისა და სხვა პარტიებთან „სამოქალაქო კოალიცია“ ჩამოაყალიბა, შესაძლოა, ხმების 25 პროცენტამდე მოიპოვოს.

გამოკითხვის თანახმად, სეიმში შესაძლოა დაბრუნდნენ მემარცხენე ძალები, რომლებსაც 10-13 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ.