პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 1 013 747 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 18 208 პირი.