პოლონეთში კორონავირუსის 4 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში კორონავირუსის 4 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 4 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში უკვე მეოთხე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ოთხ ათასს აჭარბებს.

ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანაში შეზღუდვები გამკაცრდა. ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ასევე ვარაუდობენ, რომ ზომები გადაიხედება სასწავლო პროცესთან დაკავშირებითაც.

საერთო ჯამში, პოლონეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 116 338 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2 919 ადამიანი.