პოლონეთში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პოლონეთში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას პოლონური მედია სახანძრო სამსახურის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სამსახურის ცნობით, კარპატებში ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ქარიშხლის შედეგად ლუბუშში, დასავლეთ პომერანიასა და ვარშავაში ხუთი ადამიანი დაშავდა.

უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე 300 000 აბონენტი დარჩა.