პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიშების გამო, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები დროებით დაიხურა

21:42, 17.09.2026

საჰაერო განგაშის გამო პოლონეთის ორი აეროპორტი დროებით დაიხურა. პოლონეთის საჰაერო მოძრაობის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში, პოლონეთის საზღვართან განხორციელებული იერიშების გამო, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები კვლავ დროებით დაიხურა.

ამასთან, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მოქმედებები პრევენციული იყო და „მიზნად ისახავდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას და დაცვას“ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო პოლონეთის აეროპორტები დროებით 16 სექტემბერსაც დაიხურა. საჰაერო განგაში გამოცხადდა ქვეყნის რამდენიმე რაიონში, მათ შორის უკრაინის საზღვართან მდებარე პშემიშლსა და ჟეშუვში, ასევე ლუბლინში. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში დროებით შეჩერდა ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტების მუშაობაც.

მსგავსი