პოლონეთმა უზენაესი სასამართლოს რეფორმა უკან გაიწვია
პოლონეთმა უზენაესი სასამართლოს რეფორმა უკან გაიწვია

პოლონეთმა ევროკავშირთან სადავო,  უზენაესი სასამართლოს  რეფორმა უკან გაიწვია. ქვეყნის მმართველი „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

ოქტომბერში ევროკავშირის სასამართლომ განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს სისტემაში ცვლილებები უნდა შეაჩეროს.

პოლონეთის უზენაესი სასამართლოს ცვლილებების პროექტი პოლონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ცვლილებები ევროპული სასამართლოს აკრძალვების აღსრულებასაც მოიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის მთავრობის ივლისში დამტკიცებული გეგმა მოსამართლეების ვადაზე ადრე გადადგომას ითვალისწინებდა. ვარშავაში ამბობდნენ, რომ რეფორმა სისტემის ეფექტურობის გაზრდისთვის იყო საჭირო.

მოსამართლეების გადადგომის ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა. ზაფხულის შემდეგ მოსამართლეების 1/3 შეიცვალა. ახალი ცვლილებები პენსიაზე გაშვებულ მოსამართლეებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.