პოლონეთმა ლუკა დონჩიჩის სლოვენია დაამარცხა, ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთმა ლუკა დონჩიჩის სლოვენია დაამარცხა, ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის ბოლო მეოთხედფინალი სენსაციურად დასრულდა. პოლონეთის ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია 90:87 დაამარცხა და 1971 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში.

პოლონეთმა პირველ ტაიმში 15:1 გაქცევა მოაწყო და 23-ქულიან უპირატესობას მიაღწია. პირველ ნახევარში პოლონელებმა მხოლოდ სამჯერ დაკარგეს ბურთი და ჩააგდეს ცხრა სამქულიანი.

მაგრამ სლოვენიამ მოახერხა თამაშში დაბრუნება, როცა მესამე მეოთხედი 24:6 მოიგო და ლიდერობა მოიპოვა. პოლონეთმა ამ 10 წუთში 11-დან ყველა სამქულიანი ააცილა, თუმცა, პოლონეთი ფსიქოლოგიურად არ გატყდა და ზუსტი შორეული ტყორცნების წყალობით შეძლო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის მოხდენა.

მატჩის გმირი მატეუშ პონიტკა გახდა, რომელმაც 26 ქულით, 16 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს არის პირველი ტრიპლდაბლი ევრობასკეტზე 1995 წლის შემდეგ.

პოლონეთი ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება.

 

სლოვენია-პოლონეთი 87:90

26:29, 13:29, 24:6, 24:26

: ჩანჩარი (21), გ. დრაგიჩი (17), დონჩიჩი (14+11 მოხსნა+7 პასი), ბლაჟიჩი (13), ტობი (8+7 მოხსნა) – სასტარტო; პრეპელიჩი (9), მურიჩი (5), ნიკოლიჩი (0), სამარი (0).

: პონიტკა (26+16 მოხსნა+10 პასი), სლოტერი (16), სოკოლოვსკი (16), ბალცეროვსკი (11), სელი (4) – სასტარტო; ზისკოვსკი (14), ძევა (3), მიხალაკი (0), გარბაჩი (0), ოლეინიჩაკი (0).