პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს
პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს

პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბელარუსიდან პოლონეთში 30 დიპლომატი ბრუნდება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ბელარუსის მთავრობამ მოითხოვა.

რაც შეეხება ლიეტუვას, ოფიციალური მინსკის ანალოგიური მოთხოვნის გამო, ბელარუსიდან ვილნიუსში ხუთი დიპლომატი ბრუნდება.

თავის მხრივ, ბელარუსმაც ორივე ქვეყნიდან გამოიწვია საკუთარი დიპლომატები.

ლიეტუვისა და პოლონეთის სოლიდარობის ნიშნად, ბელარუსიდან ელჩები გაიწვია ასევე რვა ქვეყანამ.

ბელარუსის მთავრობა პოლონეთისა და ლიეტუვას მთავრობებს ბელარუსის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს.