პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც თავად ჩაუდგება სათავეში
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „სამართლისა და სამართლიანობის“ წევრმა, მატეუშ მორავეცკიმ ახალი პარტიის, „განვითარება პლუსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც თავად ჩაუდგება სათავეში.
„თავიდანვე ხელმძღვანელობა ჩვენს გაძევებას ცდილობდა. ახლა კი, როცა საბოლოოდ გაგვრიცხეს „სამართალი და სამართლიანობიდან“, შემიძლია ვთქვა, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას ნამდვილად შევქმნით, არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა“, – განაცხადა მორავეცკიმ.
პარტიის ოფიციალურად დასაფუძნებლად ყრილობა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
მორავეცკის თქმით, ეს პოლონეთის პოლიტიკური ასპარეზისთვის „გარდამტეხ მომენტად“ უნდა იქცეს.
როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მას უკვე გააჩნია საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში მოსახვედრად.