პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გასაჯაროების განკარგულება გასცა

22:01, 05.07.2026

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გასაჯაროების განკარგულება გასცა. მისი თქმით, გასცა განკარგულება, გასაიდუმლოებული სტატუსი მოეხსნას 2022-2026 წლებში უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაციას.

„პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან კონსულტაციის შემდეგ, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და კანონის მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით, გავეცი განკარგულება, რომ 2022–2026 წლებში უკრაინისთვის განხორციელებული ყველა სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდეს“, – წერს ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების პროცესი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) მთავრობის დროს, მარიუშ ბლაშჩაკის ხელმძღვანელობით დაიწყო. ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველი ასეთი დახმარების შესახებ ინფორმირებული იყო მაშინდელი პრეზიდენტი ანჯეი დუდაც და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკიც.

„ასევე, სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს დავავალე, დაადგინოს, ვინ ცდილობდა სახელმწიფო საიდუმლოებების განზრახ გამჟღავნებას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენს საზღვართან მიმდინარე ომის პირობებში. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პოლონეთის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, საფრთხეს უქმნის პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ეს განცხადება ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გაკეთდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მთავრობამ უკრაინას ფარულად გადასცა რაკეტები „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

მსგავსი