პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - რუსული რაკეტის ჩამოგდება, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სარისკო იქნებოდა, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის
პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - რუსული რაკეტის ჩამოგდება, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სარისკო იქნებოდა, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის

რუსული რაკეტის ჩამოგდება, რომელიც გასულ ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სარისკო იქნებოდა, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ განაცხადა.

სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება, რომ არ ჩამოეგდოთ რუსული რაკეტა, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მეთაურმა მიეღო.

„რაკეტის ტრაექტორიის, სიჩქარისა და სიმაღლის შეფასება მიუთითებდა იმაზე, რომ ის დატოვებდა ჩვენს საჰაერო სივრცეს“, – განაცხადა გორიშევსკიმ.

მისივე განცხადებით, რაკეტის ჩამოგდება უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

გორიშევსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გამიზნულად მანევრირებს რაკეტებით ისე, რომ უკრაინაზე თავდასხმა დასავლეთის მხრიდან განახორციელოს, რადგან უკრაინელები ნაკლებად ელოდებიან ამ მიმართულებიდან თავდასხმას.