პოლონეთის სასამართლომ ლეხ ვალენსას იაროსლავ კაჩინსკისთვის ბოდიშის მოხდა დაავალდებულა
პოლონეთის სასამართლომ ლეხ ვალენსას იაროსლავ კაჩინსკისთვის ბოდიშის მოხდა დაავალდებულა

პოლონეთის სასამართლომ ლეხ ვალენსას იაროსლავ კაჩინსკისთვის ბოდიშის მოხდა დაავალდებულა.

პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეურაცხმყოფელი მოსაზრებების მოტივით შეიტანა.

მოსარჩელე განცხადებების უარყოფას და ბოდიშის მოხდას ითხოვდა პუბლიკაციისთვის, სადაც ლეხ ვალენსამ განაცხადა, რომ სმოლენსკის აეროპორტში თვითმფრინავის დასმის გადაწყვეტილება სწორედ იაროსლავ კაჩინსკიმ მიიღო, რის შემდეგაც ავიაკატასტროფა მოხდა.

სასამართლო მოსმენაზე ლეხ ვალნესამ თქვა, რომ არცერთი განცხადების უარყოფას არ აპირებდა.

პოლონეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.