პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ „კანონი და სამართალი“ ხმათა 43,6 პროცენტი მოიპოვა.

მეორე ადგილს ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ იკავებს ხმათა 27,4 პროცენტით.

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები სეიმის 460 დეპუტატსა და სენატის 100 წევრს ირჩევენ.