პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად აღიარებენ
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად აღიარებენ

ვარშავა დაელოდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური და სამართლებრივი მოვლენები აშშ-ში, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებს, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის საგარეო მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზბიგნევ რაუს თქმით, საარჩევნო კოლეგია, რომელიც ფორმალურად აირჩევს პრეზიდენტს, 11 დეკემბრამდე არ შეხვდება, სამართლებრივი გამოწვევები კი, ინაუგურაციამდე შეიძლება გაგრძელდეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს წარმატებული კამპანიის ჩატარება მიულოცა, თუმცა ვარშავას ოფიციალურად ჯო ბაიდენი აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად არ უღიარებია.