პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებებისთვის მოემზადონ, იმის მიუხედავად, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებებისთვის მოემზადონ და უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვისთვის სფეროში, იმის მიუხედავად, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი ნოემბერში.
როგორც რადოსლავ სიკორსკი გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მას სჯერა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირის „სტრატეგიულ პარტნიორად“ დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ, მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებს „სხვა გზა არ აქვთ“, გარდა იმისა, რომ აიღონ მეტი პასუხისმგებლობა თავიანთ კოლექტიურ თავდაცვაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ფოკუსირებას აზიაზე გააგრძელებს.
„ჩვენი საქმეა, ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ვიდრე რუსეთის საფრთხეს ვიგრძნობთ, ვერ შევძლებთ აზიაში სრულ ჩართულობას“, – ამბობს სიკორსკი.