პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. დემონსტრანტები მოსამართლე პაველ იუშიშინის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. უშიშინი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ვარშავაში აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ ტრანსპარანტებით „დამოუკიდებელი სასამართლო ყველა მოქალაქის უფლებაა“. ანალოგიური აქციები გაიმართა კრაკოვში, ვორცლავსა და სხვა ქალაქებში.

სასამართლო რეფორმა პოლონეთის მმართველი გუნდის მიერ არის ინიცირებული.

სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეები იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშნული მოსამართლეების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.