პოლონეთის პრეზიდენტი - გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ უნდა აშენდეს
პოლონეთის პრეზიდენტი - გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ უნდა აშენდეს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ უნდა აშენდეს. ეს განცხადება ანჟეი დუდამ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენი შეხედულებით, ენერგოუსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საერთოდ არ აშენდეს. ამ პროექტში ინვესტიციები არ უნდა ჩაიდოს. ჩვენი აზრით, ეს გაზსადენი ევროპაში ენერგეტიკულ კავშირებს დააბრკოლებს და ურთიერთობებს დაძაბავს, რადგან ევროპას ეყოლება ბუნებრივი აირის ერთი მომწოდებელი. ეს კი, ცენტრალურ ევროპაში მდებარე სახელმწიფოებს რთულ სიტუაციაში აყენებს“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთის მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები გააკრიტიკა.

ანჟეი დუდასა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში გაიმართა.