პოლონეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის გამო არ შეშინდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ
პოლონეთის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის გამო არ შეშინდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის გამო არ შეშინდნენ და 12 ივლისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ. პრემიერის თქმით, კორონავირუსი ერთ რიგით დაავადებად იქცა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ეს უკვე ერთ-ერთი ჩვეულებრივი დაავადება. ჩვენ მხოლოდ ვაქცინას ველოდებით“, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 35 146 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1492 ადამიანი.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა. არჩევნების პირველ ტურში ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.