პოლონეთის პარლამენტმა მედიის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა
პოლონეთის პარლამენტმა მედიის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა

პოლონეთის პარლამენტმა მედიის რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ოპოზიციური ძალების განცხადებით, ამ გზით პოლონეთის ხელისუფლებას სურს, დაადუმოს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამერიკული საინფორმაციო არხი TVN და მისი შვილობილი TVN24, რომლებიც აშშ-ში დაფუძნებული „დისქავერის“ დაქვემდებარებაშია.

დამტკიცებული კანონპროექტი საშუალებას იძლევა, განმტკიცდეს შეზღუდვები ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა არსებულ კომპანიებზე, რომლებიც პოლონურ მაუწყებლებს აკონტროლებენ.

კანონპროექტს 228-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 216 წინააღმდეგი წავიდა. ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს.