პოლონეთის ნაცვლად აზერბაიჯანში - გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ გადადის #1TVSPORT
პოლონეთის ნაცვლად აზერბაიჯანში - გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ გადადის #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას პოლონური „იაგიელონიას“ ნაცვლად აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“ გააგრძელებს – Goal.ge-ს ინფორმაციით, საკითხი გადაწყვეტილია და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

საქართველოს ნაკრებისა და გორის „დილას“ 22 წლის მეკარის ტრანსფერი პოლონურ „იაგელონიას“ ეკუთვნოდა, რომელმაც ქართველი კიპერის გაყიდვა გადაწყვიტა, კონტრაქტი კი 3 წლით გაფორმდება.

გუგეშაშვილი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, შარშან კი ვილი სანიოლმაჯვაროსნებში“ გამოიძახა. 2021 წელს „დილას“ მეკარე მშრალი თამაშების რაოდენობით (35 მატჩიდან კარი უგოლოდ 14-ჯერ შეინახა) ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ლაზარე კუპატაძეს (ბათუმის „დინამო“, 16 უგოლო მატჩი) ჩამორჩა.

აზერბაიჯანში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით ვოლკოვი თამაშობს, რომელიც „ზირაში“ გამოდის. „კეშლაში“ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ნახევარმცველი მერაბ გიგაური.