პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ ჯებირს ააშენებენ და სამხედროების რაოდენობას გააორმაგებენ
პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ ჯებირს ააშენებენ და სამხედროების რაოდენობას გააორმაგებენ

პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ ჯებირს ააშენებს და სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვართან ვიზიტისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯებირის სიმაღლე 2,5 მეტრი იქნება, სამხედროები რაოდენობა კი ადგილზე 2 000-მდე გაიზრდება.

პოლონეთი და მეზობელი სახელმწიფოები, ლიეტუვა და ლატვია ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტების მზარდი რაოდენობის შესახებ საუბრობენ. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად იყენებს, რათა ევროკავშირზე ზეწოლა მოახდინოს.

თავის მხრივ, პოლონეთს მკაცრად აკრიტიკებენ უფლებადამცველები საზღვარზე მიგრანტთა ჯგუფების გაჩერებისა და არაჰუმანური მოპყრობის გამო.

პოლონეთში აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მიგრანტების შეშვება არალეგალურ მიგრაციას წაახალისებს.