პოლონეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევა ზემო სილეზიის ერთ-ერთ მაღაროს უკავშირდება
პოლონეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევა ზემო სილეზიის ერთ-ერთ მაღაროს უკავშირდება

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ზემო სილეზიის რეგიონში, მაღაროში ინფექციის ახალი კერა გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სილეზიის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 4000 შემთხვევა ფიქსირდება, მათი 57 პროცენტი კი ზემო სილეზიაში.

პოლონეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 543 სწორედ ზემო სილეზიის მაღაროებს უკავშირდება. ეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის სულ 26,561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1,157 გარდაცვალებით დასრულდა.

დატოვე კომენტარი