პოლონეთის ექსტრაკლასა - გაფრინდაშვილი დაბრუნდა, ზარანდია ტრავმამ დაასვენა, „ლეხმა“ პირველად მოიგო #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასა - გაფრინდაშვილი დაბრუნდა, ზარანდია ტრავმამ დაასვენა, „ლეხმა“ პირველად მოიგო #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.


რადომიაკიკორონა 0:2


კიელცესკორონამ“ გასვლაზე „რადომიაკთან“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო – 2:0. სტუმართა განაცხადში არ იყო ლუკა ზარანდია. მიზეზი მე-5 ტურში პოზნანისვარტასთან“ მიღებული ტრავმაა. მართალია, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი სიფრთხილის გამო დაასვენა.


პოგონიზაგლებიე 3:0


პოგონთან“ გასვლით შეხვედრაში „ზაგლების“ შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს გურამ გიორბელიძე (72-ე წუთზე შეცვალეს) და თორნიკე გაფრინდაშვილი (73), რომელსაც დისკვალიფიკაცია დასურულდა.


კრაკოვიავარტა 0:2


მოულოდნელობა ამ მატჩში გევლოდა – ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ნაცვლად, სათადარიგო სკამზე იჯდა. მაგრამ გუნდი მოგებას ვერ ახერხებდა და მწვრთნელმა 65-ე წუთზე მოედანზე შეუშვა. თუმცა, კრაკოველებმა თამაში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით წააგეს.


შლიონსკირაკოვი 1:4


ამ შემთხვევაშიც მოულოდნელობა იყო „რაკოვისსათადარიგოებში ვაკო გვილიას ყოფნა, რომელიც ტრავმის შემდეგ, მუდამ ძირითადში თამაშობდა. მას ამჯერად წუთიც არ უთამაშია.


ლეხიპიასტი 1:0


პოლონეთში ქართველების გუნდებიდან წარმატებულად ტურში ლუკა ზარანდიას „კორონას“ გარდა, მხოლოდ პოზნანისლეხმა“ ითამაშა. პოლონეთის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თამაშის მიწურულს შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილმა 66-ე წუთზე შესანიშნავი რეიდი განახორციელა და თანაგუნდელს მეკარესთან მარტო ტოვებდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტუმართა მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და გუნდი ორბურთიანი წაგებისგან გადაარჩინა.