პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ბოლო წამებზე კონცენტრაცია დავკარგეთ #1TVSPORT
პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადამ მაევსკიმ საქართველოსთან წაგებული შეხვედრა (1:2) პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„მატჩამდე საქართველოს ნაკრებზე ინფორმაცია გვქონდა, რომ ძლიერი მეტოქე იყო. მათი თამაშის სტილი შევისწავლეთ და ვიცოდით, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. უნდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრაში იღბალი ჩვენი მეტოქის მხარეს იყო და თუ თამაშს კარგად გავაანალიზებთ, მოგებას უფრო მეტად პოლონეთის ნაკრები იმსახურებდა.
ბოლო წუთებში კონცენტრაცია დავკარგეთ და ძალიან დასანანი ბურთი გავუშვით. საკმაოდ კარგი საგოლე მომენტები გვქონდა და წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენს ჯგუფში პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით (საფრანგეთისა და პორტუგალიის მატჩი 0:0 დასრულდა) რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია“.