პოლონეთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის ლტოლვილთა ნაკრების შექმნის იდეით გამოდის #1TVSPORT
პოლონეთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის ლტოლვილთა ნაკრების შექმნის იდეით გამოდის #1TVSPORT

პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი გამოვიდა წინადადებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები შეიყვანონ „ლტოლვილთა ნაკრების“ შემადგენლობაში.

„ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ რუსული სპორტის ნეიტრალურობა ფიქციაა. რუსეთში არ არსებობს ინსტიტუტები. რომლებიც დამოუკიდებელი იქნება ავტორიტარული ან ტოტალიტარული ხელისუფლებისგან. არც რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბრალდება, თითქოს ვხელმძღვანელობთ ნაციონალიზმით, რომ ხდება გარკვეული სახის დისკრიმინაცია არსებული პასპორტის გამო, გამოვდივართ წინადადებით, რომ შეიქმნას ლტოლვილთა ნაკრები.

არა ნეიტრალური ნაკრები, არამედ ლტოლვილთა ნაკრები, რომელშიც გამოვიდოდნენ რუსები და ბელარუსები, რომლებიც დისიდენტები არიან პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმებთან მიმართებაში.

მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს საინტერესო საფუძველი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მოლაპარაკებებისთვის და საშუალებას მისცემს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, შეინარჩუნოს სახე ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ბორტნიჩუკმა.