პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონია | ფრენბურთი [ვიდეო]
მსოფლიოს ჩემპიონატი ფრენბურთში დასრულდა. ფინალურ მატჩში, რომელიც ტურინში ჩატარდა, ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბრაზილია და მსოფლიო ჩემპიონი, პოლონეთი დაუპირისპირდნენ.
პოლონელებმა სამ სეტში 28:26, 25:20, 25:23 იმარჯვეს და ტიტულის დაცვა შეძლეს. ისინი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.
ფინალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა, 30 წლის პოლონელმა, ბარტოშ კურეკმა გააკეთა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
Poland 🇵🇱 celebrates its #FIVBMensWCH, and you can see how much it means to head coach Vital Heynen @vitalheynen! #volleyball #volleyballWCHs @PolskaSiatkowka pic.twitter.com/ZjLbUIPR65
— Volleyball World (@FIVBVolleyball) October 1, 2018
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა სერბეთს მოუგო (3:2) და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.