პოლონეთი აშშ-ისგან 32 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის შეძენას გეგმავს
პოლონეთი აშშ-ისგან 32 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის შეძენას გეგმავს

პოლონეთი აშშ-ისგან 32 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავების ჩანაცვლება სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ვარშავამ ვაშინგტონის თვითმფრინავების შესყიდვის წინადადება უკვე გაუგზავნა, რაც ლოგისტისკისა და საწვრთნელ პაკეტებსაც მოიცავს.

მიმდინარე წლის აპრილში პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ი „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავებს ხუთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს მიჰყიდის. პოლონეთი ნატო-ს ერთ-ერთ წევრია, რომლიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს. „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის საცალო შესყიდვის ფასი 85 მილიონი დოლარია.