პოლონელი ფერმერები  პროდუქტებზე დაბალ ფასს აპროტესტებენ
პოლონელი ფერმერები პროდუქტებზე დაბალ ფასს აპროტესტებენ

ვარშავაში პოლონელი ფერმერები დემონსტრაციას მართავენ. აქციის მონაწილეები პროდუქტებზე დაბალ ფასს აპროტესტებენ. მათ გზის სავალ ნაწილზე ხორცი, ვაშლები და თივა დაყარეს და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

ვარშავის პოლიცია მძღოლებს ურჩევს, თავი შეიკავონ იმ ქუჩაზე მოძრაობისგან, სადაც ფერმერები აქციას მართავენ.

სამართალდამცველების თქმით, დემონსტრაცია ქალაქის მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.