„პოლიტიკო“ - ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვა
„პოლიტიკო“ - ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამის დროებით შეჩერება და მისი გადახედვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სამხედრო დახმარების პროგრამა დეტალურად იყოს შესწავლილი, რათა ის „დარწმუნდეს, რომ თანხები საჭიროებისამებრ იხარჯება“.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის სამხედრო პროგრამის გადახედვა ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერსა და პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს დაავალა.

პოლიტიკო“ წერს, რომ სამხედრო დახმარების პროგრამის გადახედვის პერიოდში უკრაინა აშშ-ისგან თანხებს ვერ მიიღებს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წლიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

დატოვე კომენტარი