„პოლიტიკო“ - კირ სტარმერის ლონდონის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა, მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შესასვლელი კარი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქებისა და, სავარაუდოდ, შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს. მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს „საეჭვოდ“ მიიჩნევენ.