„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს
„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს

დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ აპირებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელებს პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ განიხილავს, ვიდრე ევროპელები „პირველ ნაბიჯს“ არ გადადგამენ.

„სანქციები ჩვენთვის ძალიან ბევრი ფულს ღირს. როდესაც მე ვაწესებ სანქციებს რომელიმე ქვეყნის მიმართ, ეს ამერიკას ძალიან ბევრი ფული უჯდება – უზარმაზარი თანხა. ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერა. ჩვენ მილიარდებზე ვსაუბრობთ. სანქციები ასეთი მარტივი არ არის. ვნახოთ, ისინი პირველ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივ კონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს, გააგრძელოს შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ წაწევა, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ზომებს მიმართავს.

სტარმერის თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერებმა „უნდა ისარგებლონ ამ მომენტით ეკონომიკური ზეწოლის გასაზრდელად და აჩვენონ პრეზიდენტ პუტინს, რომ მისი და რუსეთის ინტერესებშია, გამოავლინოს, რომ სერიოზულად ფიქრობს მშვიდობაზე“.