„პოლიტიკო“ – 2026 წლის ცხელი ზაფხული ევროკავშირს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც გაერთიანების ბიუჯეტის თითქმის ერთი პროცენტია
2026 წლის ცხელი ზაფხული ევროკავშირს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც გაერთიანების ბიუჯეტის თითქმის ერთი პროცენტია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, ზაფხულში ძლიერი სიცხეების შედეგად მიღებული ზიანის გამო ევროკავშირის მშპ დაახლოებით 0.6 პროცენტით შემცირდება. ასევე 3-7 პროცენტით შემცირდება სოფლის მეურნეობის წარმოებაც.
ეკონომიკის ზრდის 1.4 პროცენტით შემცირებას ელოდებიან საფრანგეთში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ექსტრემალურმა სიცხეებმა, შეიძლება, სტრუქტურული სახე მიიღოს და ყოველი შემდეგი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იყოს.