აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები ხვალისთვის პარიზში აქციას გეგმავენ
აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები ხვალისთვის პარიზში აქციას გეგმავენ

ფრანგი სამართალდამცველების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ყვითელჟილეტიანები 8 მაისს პარიზში საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც პარიზიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება,  26-ე მანიფესტაციის ჩატარებას ისინი ხვალ პარიზის ცენტრალურ უბნებში გეგმავენ. ყვითელჟილეტიანების ინფორმაციით, ხვალ ტროკადეროს მოედნიდან დაიძრებიან და შანზელიზეს ქუჩას გაივლიან.

მანიფესტანტები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას ელისეს სასახლესთან მოითხოვენ. მანიფესტაციები ხვალ პარიზის სხვა უბნებშიც გაიმართება. ყვითელჟილეტიანების განცხადებით, მათ სპეცრაზმის არ ეშინიათ და ხვალ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს ჩაატარებენ.

პარიზის პოლიციამ მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღის აღნიშვნისას ყვითელჟილეტიანების აქციების გამართვა აკრძალა. პოლიციის ცნობით, დემონსტრაციების გამართვა 8 მაისს აკრძალული იქნება პარიზის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის კონკორდის მოედანზე და ელისეს სასახლესთან.