პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი