პოლიციას „ლივერპულის“ საჩემპიონო მატჩის მანჩესტერში გადატანა სურს
პოლიციას „ლივერპულის“ საჩემპიონო მატჩის მანჩესტერში გადატანა სურს

ინგლისის პრემიერლიგამ სეზონის განახლების თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 17 ივნისი. მატჩების უმრავლესობა კლუბების საშინაო არენებზე უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ ზოგიერთ მატჩზე, შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვან. მთავრობის აზრით, გრანდების მატჩებმა, შესაძლოა, სტადიონებთან ფანების მასობრივი შეკრება გამოიწვიოს. განსაკუთრებით მძაფრად დგას ეს საკითხი „ლივერპულთან” მიმართებაში, რომელსაც ორი მოგება სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად.

არ არის გამორიცხული, რომ „ლივერპულმა“ ჩემპიონობა თანაქალაქელ „ევერტონთან“ მატჩში გაინაღდოს. პოლიცია შიშობს, რომ სოციალური დისტანციის წესის მიუხედავად, ფანებმა „ენფილდის“ ოკუპირება და იქ ზეიმის მოწყობა შეძლონ. ამიტომაც, იგეგმება მერსისაიდული დერბის ჩატარება მანჩესტერში – „ოლდ ტრაფორდზე“ ან „იტიჰადზე“.

„ლივერპულს“ 1990 წლის შემდეგ მოუგია ინგლისის ჩემპიონის ტიტული.