პოლიციას ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელი ბლოკირებული აქვს
პოლიციას ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელი ბლოკირებული აქვს

პოლიციას ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელი ბლოკირებული აქვს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც.

ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოეწყოთ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.

„თეა წულუკიანმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად არის განწყობილი ამ პოლიტიკური კლოუნის მიმართ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.