პოლიციამ კვიპროსში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა
პოლიციამ კვიპროსში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა

კვიპროსში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ნიქოზიაში მომხდარი შეტაკებების დროს ერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არიან დაკავებულებიც. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციის მონაწილეები კარანტინის გარდა ასევე აპროტესტებდნენ მთავრობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოლიდური ინვესტიციების სანაცვლოდ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შეეძლოთ. აქტივისტების თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში კვიპროსის მოქალაქეობა კრიმინალებმა მიიღეს.

კვიპროსში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მასობრივი შეკრება აკრძალულია.