პოლიციამ გურჯაანში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მ.ბ. დააკავა. შს სამინისტრო საქმეს სსკ-ის 236-ე მუხლით იძიებს.
დაკავებული პირი წარსულში თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ამასთან, მ.ბ.-ს უკავშირდება წელს, თებერვალში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის ფანჯრების მიმართულებით ისროლეს, სადაც ის იყო მოთავსებული და მკურნალობდა.