პოლიციამ ესპანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 14 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ესპანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 14 ადამიანი დააკავა

ესპანელმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და თავდასხმის მზადებაში ედებათ ბრალი.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები წარმოშობით ალჟირიდან არიან.

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ალექსანდრია“ იგუალადას მუნიციპალიტეტში დღეს გამთენიისას დაიწყო. მასში სპეცდანიშნულების რაზმის ასზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ექვს სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს.